აშშ-ის საელჩო – მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის – რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა – გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას

მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის,- ამის შესახებ საქართველოში -ის საელჩო საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
„ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩი ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს