კიევში რაკეტის ნამსხვრევები მაღალსართულიან კორპუსს დაეცა – დაშავდა 6 ადამიანი

კიევის ობოლონის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკომ განმარტა, რომ დაშავებულები არიან : 4 ქალი, 11 წლის ბავშვი და ერთი მამაკაცი.
ერთი მოხუცი ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ცნობისთვის, კვირას საღამოს კიევსა და ჩრდილოეთ ოლქებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა