“როგორც უნდა დასრულდეს ტურნირი, საქართველოს ნაკრები იქნება მთავარი აღმოჩენა” – თემურ ქეცბაია

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალური ქსელის საშუალებით ევრო 2024-ზე “ჯვაროსნების” ასპარეზობას გამოეხმაურა.
“მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ, გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, მადლობას ვუხდი წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე
მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომლებიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.
მადლობა გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას!”, – წერს ქეცბაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
რათქმაუნდა ბიჭების დიდი დამსახურებაა ეს ყველაფერი,მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ფედერაციის მხარდაჭერის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა. პირველ რიგში მადლობა კობის,იმისთვის რომ არის ნამდვილი პროფესიონალი,მთელი თავისი კარიერის მანძილზე. მან შეკრიბა კარგი გუნდი თავის გარშემო და დადო შედეგი. გავიხსენოთ შარშანდე თუნდაც 21 წლამდელთა წამატება და სხვა არაერთი! პირველად კობის ხელში გახდა ფედერაცია თვითკმარი და არ სჭირდება სუბსიდია სახელმწიფოდან. დაკვირვებული ვარ როცა რაიმე ცუდი ხდება მაშინვე კობის და კალა მივარდებიან და აკრიტიკებენ, კარგზე კი ხმას არ იღებენ!
2005 წელს კვიპროსზე ვცხოვრობდი თემურის გუნდმა ანორთოსისმა გადალახა ტრაპიზონის ბარიერი ევროტურნირზე ეს იგივეა რომ სოხუმის დინამომ ბაზირებულმა ქუთაისში დავუშვად დაამარცხოს მოსკოვის სპარტაკი საოცრება ხდებოდა მთელი კუნძული ზეიმობდა.ესეც არ არის შმთხვევით რომ დევნილ გუნდს ედგა სათავეში .თავად დანაა აუცილებლად გაერთიანდება საქართველო და კვიპროსიც .ეს მალე მოხდება . მე მჯერა