“მბაპესი ძალიან, ძალიან მეშინია” – ვერტონგენმა საფრანგეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა

ორშაბათს, 1-ელ ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ბელგიელთა ვეტერანმა მცველმა იან ვერტონგენმა ჟურნალისტებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ურთულესი მატჩი გველოდება, ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით.
მეშინია თუ არა მბაპესი? დიახ, მისი ძალიან, ძალიან მეშინია”, – განაცხადა 37 წლის ვერტონგენმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.