რომანო: მიქაუტაძემ ამ ფრანგულ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

“მეცისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მონაკომ” “მეცს” მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, რათა კლუბები ფეხბურთელის ფასზე შეთანხმდნენ.
რომანოს ინფორმაციით, “მონაკოს” მიქაუტაძის გაფორმება ევრო 2024-ის დასრულებამდე სურს.
შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის მიქაუტაძე 3 გატანილი გოლით ევრო 2024-ის ბომბარდირია.
ცნობისთვის, “მონაკომ” ლიგა 1-ის გასულ სეზონში 67 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ყველაზე იდეალური ვარიანტია მონაკო.საფრანგეთში ჟორჟი თავს გრძნობს იდეალურად გამოსდის მაგ ჩემპიონატში გოლების გატანა და რატომ უნდა წავიდეს სხვაგან?მონაკოს შემდეგ პსჟში გადავა და ეგაა რა)