“მას ყველა აკვირდება” – “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა “მამარდაზე” ისაუბრა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
ავსტრალიელი სპეციალისტი ევრო 2024-ზე “მამარდას” თამაშით მოხიბლულია. მისი თქმით, გიორგის უამრავი კლუბი აკვირდება.
“შესანიშნავი მეკარე ჰყავს – მამარდაშვილი, რომელსაც ყველა აკვირდება. მას “ვალენსიაში” გასაოცარი სეზონი ჰქონდა”, – განაცხადა პოსტეკოგლუმ Itv-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ჩეხეთის (1:1) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.