“უბრალოდ ეიფორიაში იყო და ამიტომ თქვა” – გრიმალდო “კვარას” განცხადებაზე

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” ლიდერმა მ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
ესპანეთის ნაკრების განაპირა მცველს ალექს გრიმალდოს ჟურნალისტებმა “კვარას” განცხადების შესახებ ჰკითხეს.
“ლევერკუზენის” ფეხბურთელის თქმით, ხვიჩამ ეს იმის გამო თქვა, რომ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში იყო.
“კვარაცხელია პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში იყო და ასეთი განცხადება ამიტომ გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს მისაღები და სრულიად გასაგებია. ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ,
დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.
ესპანეთი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა, ჩვენი კი არავის სჯეროდა, რა ხდება ახლა? ყველა ტურნირის ფავორიტად გვთვლის”, – განაცხადა გრიმალდომ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა ხვალ, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.