საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით თავად ევროკავშირსაც უსწრებს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისა და თავად ევროკავშირის მაჩვენებლებს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„2024 წლის პირველი 5 თვის ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატისტიკა საქართველოს ეკონომიკის 9,3%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველო ინარჩუნებს თავის მყარ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და აფიქსირებს ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და თავად ევროკავშირს შორის. საქართველო ასევე მოწინავე ადგილს იკავებს EU-ს კანდიდატ ქვეყნებს შორის JWP-ის “კანონის უზენაესობის ინდექსით” და კორუფციის აღქმის ინდექსით.
დემოკრატიული და ფუნქციური ინსტიტუციების აშენება და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს – საქართველო ლიდერია ორივე მიმართულებით”, – წერს პაპუაშვილი X-ზე და ფოტოს აქვეყნებს.