APPLE-ს EU-სგან გლობალური წლიური მოგების 10%-იანი ჯარიმა ემუქრება – FT

ბრიუსელმა Apple კონკურენციის ჩახშობაში დაადანაშაულა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის მარეგულირებლებმა ძირითადი ტექნოლოგიური ჯგუფისთვის ახალი ციფრული წესები გამოიყენეს ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.
ევროკომისიის მარეგულირებელი ქმედება ციფრული ბაზრების აქტს ექვემდებარება, რომლებიც შექმნილია მსხვილი ტექნოლოგიური პლატფორმების დომინირების გასარღვევად და სტარტაპების დასახმარებლად.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, Apple-ს ემუქრება მისი გლობალური წლიური შემოსავლის 10%-მდე ჯარიმა. განმეორებითი დარღვევებისთვის ჯარიმები შეიძლება 20%-მდე გაიზარდოს, განაცხადა ევროკავშირმა.
კომისიის წინასწარი დასკვნები, სავარაუდოდ, მარტში დაწყებული ოფიციალური გამოძიებიდან ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.