,, დღეს რომ გამოაცხადოს ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრებმა, რომ უეფას წესებით არ ითამაშებენ, რადგან ეს ჩვენს სუვერენულ ფეხბურთს ლახავს…” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

,, დღეს რომ გამოაცხადოს ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრებმა, რომ უეფას წესებით არ ითამაშებენ, რადგან ეს ჩვენს სუვერენულ ფეხბურთს ლახავს…” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,აი, ახლა, ამ მომენტში, როცა ესპანეთთან თამაშს ველოდებით ყველა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვხარობთ, დღეს რომ გამოაცხადოს ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრებმა, რომ უეფას წესებით არ ითამაშებენ, რადგან ეს ჩვენს სუვერენულ ფეხბურთს ლახავს, შეურაცხმოყფელია ჩვენი ნაკრების საქმეებში ჩარევა, ევროპის ჩემპიონები მაინც გავხდებით, ოღონდ არა უეფას წესებით, არამედ ჩვენი ამაყი, სუვერენული ფეხბურთით. რა თქმა უნდა, ეგრევე დისკვალიფიკაციას მოგვცემენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნაკრები მაინც ამტკიცებდეს, რომ ჩვენ არ გვესმის,თორემ სინამდვილეში ევროპის ჩემპიონები ხდებიან. რას იტყვით და რას იზამთ? აი, ზუსტად ეგ უნდა ვთქვათ და ვქნათ, როცა ები და ივანიშვილები გვიმტკიცებენ, რომ ევროპაში მივდივართ, ევროკავშირის წევრები აუცილებლად ვხდებით 2030-ში, ოღონდ ქოცური წესებით და პირობებით, ამაყად და სუვერენულად.”

ასევე დაგაინტერესებთ