გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ საქართველოს წარმატებებს უსურვებს.
“საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში. გისურვებთ წარმატებას!” – წერს ფიშერი X-ზე.
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალური მატჩი დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
გერმანიამ მერვედფინალურ მატჩში დანია 2:0 დაამარცხა.