ჰამასმა 11 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 3 წლის ტყუპები – საერთო ჯამში გათავისუფლებულია 69 ტყვე

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში – ომი უკვე 53 დღეა მიმდინარეობს. ჰამასმა კიდევ 11 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 3 წლის ტყუპები, საერთო ჯამში გათავისუფლებულია 69 ტყვე.
სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 33 პალესტინელი გაუშვეს. 30 ბავშვი და 3 ქალი. ჯამში კი ისრაელმა 150 პატიმარი გაათავისუფლა. ისრაელსა და ჰამასს შორის ოთხდღიანი ზავის ვადა 2 დღით გახანგრძლივდა.
ამ პერიოდში ტყვეების გაცვლის პროცესი ისევ გაგრძელდება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ს განცხადებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰამასი კიდევ 20 მძევლის გათავისუფლების ვალდებულებას იღებს.
მათ სანაცვლოს სანაცვლოდ ჰამასი 60 პატიმარს ითხოვს. პაუზის პერიოდში ღაზაში უმჯობესდება ჰუმანიტარული ვითარება . ანკლავში საკვებისა და მედიკამენტების სახით კიდევ 156 ტონა დახმარება შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი