“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა – განიხილეს მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხები

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე, რომლის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
“მინისტრის საათის” ფორმატში, დეპუტატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.
უმრავლესობის სხდომაზე საუბარი შეეხო უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას, რომელზეც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
უმრავლესობის წევრებმა განიხილეს ასევე ცვლილებები ფრაქციაში. მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია რატი იონათამიშვილი, ხოლო მოადგილეებად – ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა და ირაკლი კირცხალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება