ბაიდენი: არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება

ამერიკის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ შტატები არ შეწყვეტს მუშაობას მანამ, სანამ “ჰამასის” მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი არ გათავისუფლდება.
მან მადლობა გადაუხადა ს პრემიერს, კატარის ამირსა და ეგვიპტის პრეზიდენტს პროცესის ერთგულებისა და ზავის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ შეთანხმების მიღწევისთვის.
“48 საათი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჰამასის ტერორისტების მიერ დაკავებული ყველა მძევალი არ გათავისუფლდება”, – აცხადებს ბაიდენი.
ბაიდენი აღნიშნავს, რომ პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.
ცნობისთვის, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ზავი 2 დღით გახანგრძლივდა – ეს მოიცავს სამშაბათსა და ოთხშაბათს. ღამით კიდევ 11 მძევალი და 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდა.

ასევე დაგაინტერესებთ