ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ წარმოედგინა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ეს მათთვის შავი დღე იყო – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ წარმოედგინა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.
“რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ წარმოედგინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ისიც ვერ წარმოედგინათ, რომ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემდა, ეს მათთვის შავი დღე იყო და ისინი კვლავ შეეცდებიან ამ პროცესის საბოტაჟირებას მათი მთავარი ნარატივი, ყველაზე გოიმური და მდაბიო ხომ ისაა, რომ რუსული ხელისუფლება, რუსული კანონი, რუსული ქცევა, ყველაფერი რუსული – ყველაფერს რუსულს არქმევენ. და ამ ფონზე, ეს რუსული, მდაბიო გოიმური მესიჯი ბუნებრივად გაცვდა და ქრება. ამას ვერ ეგუებიან, ამიტომ მათი მხრიდან მოლოდინი, რომ ისინი ხელისუფლებას დახმარებას გაუწევენ იმაში, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ, წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს