პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია – პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება.
დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებიან როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები.
იგეგმება თუ არა რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნა, ჯერჯერობით უცნობია.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა