აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა არ შედგება ჩრდილოეთ მაკედონიაში ამ კვირაში, იტყობინება 27 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ტასს-ი,” რომელსაც მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები.
ვაშინგტონს არ მოუთხოვია შეხვედრა და “შეხვედრაც არ იქნება”, განაცხადა რიაბკოვმა. Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ლავროვმა ადრე განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრაში თუ ბულგარეთი რუსეთის დელეგაციას თავის საჰაერო სივრცეს გაუხსნის.
მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ითხოვა მასთან შეხვედრა.