პრემიერის ანგარიშის მოსმენას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არ ესწრებოდნენ

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის -ისა და ევროკავშირის ელჩი არ ესწრებოდნენ. ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერმა დეპუტამა თეონა აქუბარდიამ, რომელიც სხდომათა დარბაზში პროტესტის გამო მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიდა.
„ქვეყნის კონსტიტუცით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის სკენ შეტრიალების გამო დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს ელჩების დემარშის გამო“, – უთხრა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს.
მ პასუხის გაცემის დროს თქვა, რომ „დემარშები დროებითია, როდესაც მათ არ აქვს მყარი საფუძველი“.
„ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება დადებითად გაიხსენოს ვინმემ ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. ჩვენ ვიხილეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ეს დემარში არ გავითვალისწინეთ, რადგან ეს დემარში იყო უსაფუძვლო, არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – თქვა კობახიძემ აქუბარდიას ნათქვამის საპასუხოდ.
რადიო თავისუფლებას ევროკაშრის წარმომადგენლობაში უთხრეს, რომ პარლამენტში იმყოფებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ასუნსიონ სანჩეს რუისი.
საქართველოს პარლამენტში პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ძირითადად ესწრებოდნენ ხოლმე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პარტნიორების მოწოდების მიუხედავად დაძლია ვეტო „აგენტების კანონზე“, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად აღიქმება.