თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქუბარდია სხდომაზე, სადაც პრემიერმა წლიური ანგარიში წარადგინა, კითხვის დასასმელად შევიდა.
მან პრემიერი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ კობახიძე თავადაა ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი, რასაც მისი თქმით, ევროკავშირი ღიად ამბობს. დეპუტატმა თქვა, რომ “ოცნებამ” ჩაკეტა ევროკავშირისა და NATO-ს კარი და კრემლის ინტერესებს ატარებს.
კითხვის დასმის შემდეგ აქუბარდია დარბაზს ტოვებდა, რა დროსაც ყაველაშვილმა მიაძახა – “კარგად იყავი”, შემდეგ ისმის გინება “შენი დედაც მოვ**ან”, თუმცა კადრში არ ჩანს, კონკრეტულად რომელმა დეპუტატმა მიაყენა კოლეგას შეურაცხყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?