დიმიტრი პესკოვი – არა მგონია, მოელოდით, რომ ვლადიმერ პუტინს მაღვიძარა დაეყენებინა და ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებისთვის ეყურებინა

კრემლი გაეცნობა სა და ს მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ მედიის ინფორმაცია ამ დებატებთან დაკავშირებით, მათ უფრო დეტალურად გავეცნობით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება არ განეკუთვნება დღის წესრიგის მთავარი საკითხების კატეგორიას.
„არა მგონია, მოელოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მაღვიძარა დაეყენებინა, დილით გაეღვიძა და შეერთებულ შტატებში დებატებისთვის ეყურებინა“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე