სტუდენტების ჩინეთში დარჩენის საფრთხე ნაკლებია, ვიდრე ევროპაში – 200 –ზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა – ფრიდონ ინჯია და პრემიერი

“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პრემიერ კობახიძეს.
“ხომ არის პროგრამები, სტუდენტების გაცვლის პროგრამები აშშ-სთან, ევროპასთან, როგორ არის ეს სტუდენტების გაცვლის პროგრამები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან? იმიტომ, რომ თუ ჩვენი სტუდენტი წავიდა ჩინეთში ერთი და წავიდა მეორე ევროპაში, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე დარჩეს იქ, ჩინეთთან მიმართებაში გაცილებით ნაკლებია. ესე იგი თუ წავა და ისწავლა, ის აუცილებლად მეტად დაბრუნდება საქართველოში, აი ეს საკითხი რამდენადაა აქტივიზირებული, ამაზე მუშაობს ხელისუფლება. მაინტერესებს, მოდის, მოახლოებულია არჩევნები, მე მაქვს კითხვა, იქნებიან ჩინეთიდან დამკვირვებლები, იქნებიან ინდოეთიდან? და ძალიან ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც თავისი წონა აქვს მსოფლიოში და არის მუშაობა, საერთოდ, ჩამოდიან ისინი? როგორ არის ეს, რამდენად ეს არის საყურადღებო?”
კითხვის პასუხად, პრემიერმა განაცხადა: “კონფუცის ინსტიტუტი დაახლოებით 20 სტუდენტს აფინანსებს ყოველწლიურად. ეს გრძელდება განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სავარაუდოდ 200-ზე მეტი სტუდენტია, რომელიც გაემგზავრა ჩინეთში განათლების მისაღებად.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?