ირაკლი კობახიძე – მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს

მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მ აღნიშნა, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.
„რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ კონტექსტს ვიტყვი, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში მოვლენების განვითარებაზე. გლობალურად პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებს და სხვა ხალხების ინტერესებს. მე მინდა, ს ვუსურვო მშვიდობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ უკრაინელს ბავშვებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჩამოსული იყვნენ საქართველოში, მიეცათ აქ დროის გატარების, დასვენების საშუალება და ამ ბავშვებს სჭირდებათ მშვიდობა. მე ძალიან დიდი იმედ მინდა, გამოვთქვა, რომ ძალიან მალე უკრაინაში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა.
ასევე გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის , ევროკავშირი და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან