პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი – პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება იყო.
საგაზაფხულო სესიის დასრულებისას სახელმწიფო ჰიმნიც შესრულდა.
დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებოდნენ როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და ს ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები.