ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს – ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას საბოტაჟის მცდელობისგან თავის შეკავებას სთხოვს.
“ნუ მოახდენენ ამ ყველაფრის საბოტაჟირებას. მაგალითად, ნუ შეეცდებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის გარუსებას, ლობისტების დაქირავებას იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არა ხელისუფლებას, არამედ – საქართველოს. ნუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას, კაბინეტებში ჩუმად, თუ აშკარადაც კი სირბილს და ხვეწნას, რომ საქართველომ ამ პირობებში, დღევანდელ მოცემულობაში, „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მომავალში არ გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. უბრალოდ, გაჩერდნენ. ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. რადიკალური ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი თუ გონს მოეგება, რომ მართლაც ხელისუფლებას დაეხმაროს ამ გზაზე, ამაზე კარგი არაფერი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი, ბუნებრივია, არ მაქვს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება