მთავრობა წინასაარჩევნოდ ამნისტიის კანონის მიღებას გეგმავს

ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამნისტიის კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა.
როგორც ამბობს, ამნისტიის კანონს სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, მიიღებენ.
მისი თქმით, დღეს 10 ათასამდე პატიმარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს მათი რაოდენობა.
„უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციიროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ, ალბათ, ივლისში რიგგარეშე სესიაზე საუბარი მოგვიწევს, სადაც საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს კითხვა ამნისტიის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ დაუსვა.
თავის მხრივ, „გირჩს“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი აქვს დარეგისტრირებული, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებულნი.

ასევე დაგაინტერესებთ