ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად დანიშნული ჩარტერული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას.
კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ფრენები განხორციელდება თბილისი – კიოლნი – თბილისის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას.
„სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.
ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: “ჯორჯიან ეარვეისი” და “ჯორჯიან ვინგსი”.
სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა