ისრაელმა 19 ბავშვს მისცა ღაზის დატოვების ნებართვა – პირველი სამედიცინო ევაკუაცია ბოლო ორ თვეში

ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 68 ადამიანს, მათ შორის 19 ავადმყოფ ან დაშავებულ ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს მისცა ნებართვა, დატოვონ ღაზის სექტორი და სამკურნალოდ ეგვიპტეში გაემგზავრონ.
ეს არის პირველი სამედიცინო ევაკუაცია მაისის შემდეგ, როცა ისრაელმა ამ ტერიტორიის ერთადერთი გამშვები პუნქტი დაიკავა.
ომმა, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მთლიანად გაანადგურა ღაზის სექტორის სამედიცინო სისტემა – საავადმყოფოები დაიხურა.
ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, ათასობით ადამიანს სჭირდება უცხოეთში მკურნალობა, მათ შორის ასობითაა ისეთი, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ფორუმებზე და ტრიბუნებიდან მოსმენილ უხეშ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ხშირად დამამცირებელ ფორმულირებებს პრინციპულად უპირისპირდება საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები