ირაკლი კობახიძე – ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება

გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს ავტოპარკი 655 ერთეული ავტოტრანსპორტით განახლდა.
„მნიშვნელოვნად გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები – დაემატა 2 თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი, რომლებიც აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობებით. ცალკე აღვნიშნავ, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება. -ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. გასული წლის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევით, 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილს, ხოლო რეგიონში – პირველ ადგილს იკავებს. ასევე ცალკე აღვნიშნავ, რომ გასულ წელს თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. შენდება შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი; ბინას 1 000-ამდე პოლიციელი მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი მ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიურად, გრძელდებოდა აქტიური მუშაობა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ სამსახურების შემდგომი განვითარება დარჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ