ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგ. უნგრეთის პრემიერი პარტნიორ სახელმწიფოებს აშანტაჟებს და რადიკალური პოლიტიკური ნაბიჯით იმუქრება. იმ შემთხვევაში, თუ პუტინის მოკავშირე და “ოცნების” ახალი პარტნიორი პრემიერი საკუთარ გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით გადაიდება, შეჩერდება საქართველოს სტატუსის განხილვის საკითხიც.
ორბანი ითხოვს მილიონობით ევროს, რომელიც უნგრეთს, ხელისუფლების მიერ სასამართლოს მიტაცების, რუსეთისთვის სანქციების დაბლოკვისა და უკრაინის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიზეზით დაებლოკა. ვიქტორ ორბანთან მოსალაპარაკებლად ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი საგანგებოდ ჩავიდა. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი