Politico – დებატებით პანიკაში ჩავარდნილი „დემოკრატები“ ჯო ბაიდენის ალტერნატივების ძიებას იწყებენ

„დემოკრატები” იმდენად პანიკაში არიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარუმატებელი დებატების გამო, რომ ზოგი აქტიურად განიხილავს მისი ჩანაცვლების საკითხს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამ პოტენციურ „დემოკრატ“ კანდიდატთან დაახლოებული სამი სტრატეგის განცხადებით, მათ დებატების განმავლობაში უამრავი ტექსტური შეტყობინება მიიღეს.
ერთ-ერთი შესაძლო „დემოკრატი“ საპრეზიდენტო კანდიდატის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მან მიიღო რამდენიმე შემდეგი შინაარსის შეტყობინება მნიშვნელოვანი დონორებისგან : “კატასტროფაა”, „პარტიამ რაღაც უნდა გააკეთოს“, თუმცა მან აღიარა, რომ ბევრი არაფერია შესაძლებელი, თუ ბაიდენი თავად არ გადგება განზე.
გამოცემის ცნობით, ერთმა მნიშვნელოვანმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ დროა პრეზიდენტმა დაასრულოს თავისი კამპანია.
მისი თქმით, ბაიდენის გამოსვლა იმდენად „ცუდი იყო, რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას ტრამპის ტყუილს“.
„ბაიდენი უნდა გამოეთიშოს, ამასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს”, – აღნიშნა დონორმა ტექსტურ შეტყობინებაში.
ამასთან, „დემოკრატიული პარტიის“ მნიშვნელოვანი დონორების ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ატლანტაში დონორთა შეხვედრიდან მას დებატების მიმდინარეობისას შეტყობინებებს უგზავნიდნენ, ზოგი წერდა: „wtf“ (რა ჯანდაბაა).
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“