დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი კლინიკაში დაიღუპა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ა.უ. დააკავეს. დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორ პირზე ფიზიკურად იძალადა და მათ ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა.
ერთ-ერთი დაჭრილი – ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო,” – წერია განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.