GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის ივნისის თვეში, 5 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს ეხება, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ევალებოდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, შპს „ოპატრეიდს“ – 6524 ლარი და 68 თეთრი, ნუგზარ ყურბანოვს – 600 ლარი, ანარ ასლანოვს – 600 ლარი, შპს „9 დრაგონს იმპერიას“ – 600 ლარი და ონლაინ მაღაზია „urbanindustry”-ს – 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.
„GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ ახორციელებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, ის 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის განმეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.
ინფორმაციისთვის: 2023 წლიდან დღემდე, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 40 მოვაჭრე, ჯამში – 50 000 ლარამდე დაჯარიმდა. მომხმარებლის ანაზღაურდა, დაახლოებით, 500 000 ლარზე მეტი ანაზღაურდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.