გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება