ვინ არიან ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები?

სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt-ზე 27 ივნისის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ნახვადი 3 ფეხბურთელი ქართველია. ეს ფეხბურთელები არიან: გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და .
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაიზრდება.
Transfermarkt-ზე ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. მისი სატრანსფერო ღირებულება 80 მლნ ევროა.
ათეულში რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, ეროვნულ ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილია. „ვალენსიას“ მეკარე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-5 ადგილზეა და Transfermarkt-ზე 35 მლნ ევროდაა შეფასებული;
მას მოსდევს, ევრო 2024-ზე 3 გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე. ის პორტალზე 35 მლნ ევროდაა შეფასებული;
ავსტრიული „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევროა;
საფეხბურთო კლუბ „ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის – 3 მლნ ევრო;
„ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის – 3 მლნ ევრო;
2.5 მლნ ევროდაა შეფასებული Transfermarkt-ზე 3 ფეხბურთელი – გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და გაბრიელ სიგუა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ივნისს, ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი შეხვედრის მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე – გიორგი მიქაუტაძემ.
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ