მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“, ამ არარსებულ პარტიასაც კი, რაღაც რეიტინგები შემორჩენილი აქვს. დრამატულად ეცემა მათი რეიტინგი, თუმცა …

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ “დაშლილ პარტიად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ “ნაცმოძრაობა” დღეს მხოლოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობს.
„ახლა ერთმანეთს ებრძვიან და ეს ბრძოლაც არის ბიუჯეტიდან თავის დროზე მოპარული ფულისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა, რადგან, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“, ამ არარსებულ პარტიასაც კი, რაღაც რეიტინგები შემორჩენილი აქვს. დრამატულად ეცემა მათი რეიტინგი, თუმცა გარკვეული გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია, ასევე ბრძოლაა იმისთვის, სააკაშვილის კარზე ვინ მეტ ქულას დაიწერს. ეს პარტია, იმის გარდა, რომ წარსულის უმძიმესი ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს უკვე მავნებლობით არის დაკავებული და თუკი მავნებლობის ხარისხს ხანდახან ამცირებენ ხოლმე, იმიტომ, რომ შიდა დაპირისპირებით და მავნებლობით არიან დაკავებულები. თუმცა, ეს კარგია, რადგან, რაც უფრო მეტი ასეთი ამბავი მოხდება „ნაცმოძრაობაში“, მით უფრო კარგად გამოჩნდება მათი სახე და საზოგადოება ამას უყურებს“, – აღნიშნავს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს