პარლამენტში კობახიძის ანგარიშის წარდგენისას ონლაინმედიას და პრესას არ დაუშვებენ

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, 28 ივნისს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენაზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ სატელევიზიო მედიას დაუშვებენ.
პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ამოქმედდება უსაფრთხოების ყვითელი დონე.

“დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარლამენტი შეზღუდვას “სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით” ხსნის.
საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების ზომები 15 აპრილს, ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დაწყების პარალელურად გაამკაცრა. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად შეიზღუდა ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ მიეცათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენისა და გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ არც იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე