კობახიძე: ივანიშვილმა ნაკრებს 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ ს ფონდი „ქართუს“ დაპირებული 30 მილიონი ლარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გადაეცა.
კობახიძის თქმით, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ნაკრების მოთამაშეებს, შეახსენეს, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს მათ მისი თქმით, „კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას“:
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არსჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არისჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მათ შეუძლიათ თამაში. პორტუგალია არ იყო ნაკლები ესპანეთზე, შესაბამისად, 30-ში არის ყველაფერი შესაძლებელი“, – ამბობს .
ფულადი პრიზის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ გავრცელდა. ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ აცხადებდა, რომ ეროვნულ გუნდს ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონ ლარს გადასცემდა, შემდეგ კი, ყველა მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის — დამატებით 30 მილიონ ლარს.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამი პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.
ქართველთაგან გოლები მ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით, ჯამში, 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.
ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს