“შვილმკვდარი სიკვდილის პირას ვიყავი, ლარიც არ მქონდა, დახმარებისთვის მოგმართეთ…” – რას წერს მოქალაქე მერს

თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქე, ნელი ხოდელი, წერს:
ბატონო კახა, უღირსი ადამიანები წინა მთავრობაში ნამდვილად იყო, საქართველოს რკინიგზაში 7 იანვრის თარიღით დაიწერა ბრძანება და სამშენებლო განყოფილება (ნოქსი) გააუქმა ეზუგბაიამ, ოცზე მეტი კაცი უმუშევარი დატოვა, ერთმანეთზე უკეთესი ინჟინრები. თქვენ ხომ უკეთესები ხართ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რწმენა მქონდა. ახალ შვილმკვდარმა ქალმა, რომელსაც საუკეთესო ვაჟი გარდამეცვალა და ზუსტად მაშინ სამსახურიდან უკანონოდ გამათავისუფლეს, მეც სიკვდილის პირას ვიყავი, ყოველდღე ორასზე მეტი მქონდა მუდმივად წნევა, ლარიც არ მქონდა, წამალი მეყიდა… განცხადებით მოგმართეთ დახმარების შესახებ. პასუხი რომ ვერ მივიღე, მოვედი თქვენთან და მიპასუხეს, ასეთ განცხადებებს ერთი თვე აქვს საპასუხო ვადაო. მადლობა უფალს, გამოჩნდა ქალბატონი მეზობლად ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა მაშინვე. თქვენგან კი ვიდრე მეორედ არ მოვედი, ერთი კვირის შემდეგ მოვიდა წერილი “არ გეკუთნით დახმარებაო”. სასამართლომ ჩემი უკანონო გათავისუფლება განიხილა და მოკლედ გეტყვი, დღეს ცოცხალი ვარ. დარწმუნებული ვარ, ვისთანაც ჩემი განცხადება მოხვდა, აი, ის პიროვნება გყავთ უღირსი თანამშრომელი. მისი ნაცნობი, ნათესავი რომ ვყოფილიყავი, ხომ დამეხმარებოდა. ასე რომ, უღირსი თქვენც გყავთ. მე ვერ დავიჯერებ, თქვენ რომ ის განცხადება წაგეკითხათ, სხვანაირად მოხდებოდა. მიხედეთ ყველამ “უღირს” თანამშრომლებს, ვისაც “დესერტად” აქვთ სამსახური და ხალხზე არ ზრუნავს.