“სირსკის დანერგილი 10 მთავარი სიახლე – ამიტომ იყო ეს კაცი ჩემთვის ფავორიტი” – ვანო ნადირაძე

შეიარაღებულ ძალებში ალექსანდრე სირსკის მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ დანერგილი 10 მთავარი სიახლე: 1.სირსკიმ აკრძალა დრონების პილოტების გაგზავნა შტურმებზე. 2.დაწყებულია წინა ხაზზე ქვედანაყოფების დაგეგმილი როტაცია. დღეს უკვე 5-6 ბრიგადამ გაიარა. 3.შეიქმნა უპილოტო სისტემების ძალები. ეს არის შეიარაღებული ძალების ახალი ტიპი, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰყავს. 4.ჩატარდა გენერალური შტაბის აუდიტი. გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს და ზურგის ნაწილების 20 000 ჯარისკაცი გაგზავნეს „ფრონტზე“. (იყო კორუფციის ერთ-ერთი წყარო) 5.გენშტაბის ხელმძღვანელობა საბრძოლო ოფიცრებმა შეცვალეს.(როგორც იქნა) 6.სირსკი უფრო მეტ დროს ატარებს ფრონტზე, ვიდრე კიევში. მას მიაჩნია, რომ ომის მართვა ოფისიდან შეუძლებელია. 7. დაწყებულია ახალი ბრიგადების შექმნა. მათი წყალობით ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით ვითარება დასტაბილურდა. 8.იქმნება ახალი არმია – კიბერ ძალები, რომლებიც მტერს შეებრძოლებიან კიბერსივრცეში და ელექტრომაგნიტურ სპექტრში. 9.კარიერული ზრდის ახალი მიდგომა. სამხედრო ადმინისტრაციაში დაწინაურებაზე განაცხადი შეუძლიათ მხოლოდ ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში 2022 წლიდან. 10 . შეიარაღებული ძალების განვითარების 10 წლიანი გეგმა ნატოში გაწევრიანებისთვის. აი, ამიტომ იყო ეს კაცი ჩემთვის ყოველთვის ფავორიტი.