ბორელის განცხადებით, პალესტინელებსა და ისრაელელებს, ერთსა და იმავე მიწაზე, თანაბარი უფლებები აქვთ

პალესტინის სახელმწიფოს გარეშე, ისრაელს მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.
მისივე თქმით, ყველაზე სერიოზული კონფლიქტების შემთხვევაშიც კი, დგება მომენტი, როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მშვიდობა ისადგურებს.
“ორივეს [ისრაელსაც და პალესტინასაც] აქვს თანაბარი და ლეგიტიმური უფლებები მიწაზე. მათ მოუწევთ, გაიზიარონ [მიწა]. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ამაზე შეთანხმდნენ. ისინი ამას მარტო ვერ შეძლებენ“, – თქვა ბორელმა.
ბორელი ბარსელონაში, ხმელთაშუა ზღვის კავშირის (UfM) ფორუმს ესწრება, სადაც დაახლოებით 40 ქვეყნის წარმომადგენელი განიხილავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსა და მშვიდობის დამყარების გზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება