“ოდესღაც მარტოდ იყო მიგდებული რუსეთში რაღაც საწვრთნელ ბაზაზე” – შარაშენიძე

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
კვარას ასაკის კვალობაზე სერიოზული ცხოვრების სკოლა აქვს გავლილი.
ოდესღაც მარტოდ იყო მიგდებული რუსეთში რაღაც საწვრთნელ ბაზაზე. მერე იტალიაში გადასვლისთანავე აქედან ვიღაც გიჟებმა ლანძღვეს და თათხეს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მისმა აგენტმა სისულელეები იბოდიალა და კვარა თავის კლუბთან უხერხულში ჩააგდო. რთულად დაიწყო მისთვის ეს ტურნირი, მაგრამ მესამე თამაშზე უკვე გაიხსნა და მატჩის გმირადაც იქცა. მატჩის დასრულების შემდეგ კი მივიდა რონალდუსთან (რომელმაც ლამის ხარაკირი გაიკეთა ჩვენთან წაგების გამო), გადაეხვია და მაისური სთხოვა.
აი, ესაა ცხოვრებისგან დაბრძენებული ადამიანის საქციელი.

ასევე დაგაინტერესებთ