რუსული კანონი არაა იზოლირებული მოვლენა | PACE-ის რეზოლუცია დემოკრატიის უკუსვლაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 66 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ.
რეზოლუციის კენჭისყრამდე გაიმართა მომხსენებლების კლოდ კერნის (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, საფრანგეთი) და ედით ესტრელას (სოციალისტები, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი, პორტუგალია) ანგარიშის განხილვა და დებატები საქართველოზე.
რეზოლუციით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც აჩენს სერიოზულ ეჭვებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულების და მისი მზადყოფნის შესახებ, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებები.
ასამბლეა გამოხატავს სრულ მხარდაჭერას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნისადმი და მიიჩნევს, რომ ეს კანონი ისევე, როგორც ის, თუ როგორც ის, თუ როგორ იქნა მიღებულია, შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან, რისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა და არც ბოროტი ფარული უცხოური ჩარევის პრევენციას ემსახურება.
„ის საშუალებას აძლევს ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე არასათანადო პოლიტიკურ კონტროლს. ამიტომ კანონი მთლიანად უნდა გაუქმდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ასამბლეა ღრმად არის შეშფოთებული პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენების, ასევე, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების გამო. ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმები არ არის საკმარისად გამოძიებული და დაგმობილი ხელისუფლების მიერ, რამაც შეიძლება დაუსჯელობის ატმოსფერო შექმნას. PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მსგავსი ფაქტების გამოძიება გამოძიებისა და საჭირო ზომების მისაღებად, რათა დაიცვან ყველა მომიტინგე, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, ჟურნალისტი და პარლამენტის წევრი, მიუხედავად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში ასამბლეა იმეორებს თავის შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელიც ფუნდამენტურად ხარვეზიანია და იძლევა ადმინისტრაციული პატიმრობისა და ზედმეტად დიდი ჯარიმების ფართოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას. ასამბლეა წუხს ბოლო დემონსტრაციების დროს ამ კანონით გათვალისწინებული მაღალი ჯარიმის მქონე პირთა რაოდენობის გამო.
PACE შეშფოთებულია იმითაც, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საკამათო მიღება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე.
„ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ აღასრულოს ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაცია და შემდგომი ევროინტეგრაცია და შეასრულოს საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები და ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული და ხელშესახები ქმედებებით“, — ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო სგან იზოლირებულად, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. ასამბლეა შიშობს, რომ ეს კანონი უარყოფით გავლენას მოახდენს არჩევნებზე და შედეგებისადმი ნდობაზე, რამაც „შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე“.
„ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართო წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვალად გადააქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო ვექტორის შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში და ზრდის პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში“, — ნათქვამია რეზოლუციაში.
ასამბლეა ასევე გამოთქვამს შეშფოთებას ვენეციის კომისიის დასკვნების გაუთვალისწინებლად ს დაკომპლექტების წესის შეცვლის გამო, და ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და ნდობაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის მიმართ.
„ამ ფონზე, ასამბლეა შეშფოთებულია რეალური შესაძლებლობით, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შედეგად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. მათი, როგორც არჩევნების დამკვირვებლების გამორიცხვა, ასამბლეის თვალში სრულიად მიუღებელი და, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა“, — ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ჰომოფობიურ კანონპროექტების პაკეტის გამო, რომელიც „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“.
„ემოციურად დატვირთულ საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკამათო კანონპროექტების წარდგენა სამწუხაროა. ამ კონტექსტში ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას წინასაარჩევნოდ ლგბტი-ფობიის პოლიტიკური მანიპულირების გამო. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული შეშფოთება და რეკომენდაციები ამ კანონების შესახებ“, — ნათქვამია რეზოლუციაში.
ასამბლეა ამავდროულად გამოხატავს ქართველი ხალხისადმი, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმედს გამოთქვამს.
ასამბლეა ასევე ამბობს, რომ იცის და შეშფოთებულია სხვა წევრ სახელმწიფოებში მსგავსი პრობლემური კანონმდებლობების მიღებასთან ან ინიციირებასთან დაკავშირებით და ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს“.
ამ თემაზე:
27 ივნისს PACE-ს სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
„თქვენ უხვევთ ევროპული გზიდან“ — დებატები PACE-ის კომიტეტში

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს