მიხეილ დაუშვილი – ტყუილია „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები, როდესაც ამბობენ, ჩვენ დარბაზში რომ არ ვართ, ამით მხარს ვუჭერთ ლგბტ პროპაგანდას, პირიქით, არ ვუჭერთ, ვეწინააღმდეგებით

ტყუილია „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები, როდესაც ამბობენ, ჩვენ დარბაზში რომ არ ვართ, ამით მხარს ვუჭერთ ლგბტ პროპაგანდას, პირიქით, არ ვუჭერთ, ვეწინააღმდეგებით, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ მატყუარა პოლიტიკოსებად.
„ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. მატყუარები არიან. ტყუილია თითოეული მათგანის განცხადება, როდესაც ამბობენ, ჩვენ დარბაზში რომ არ ვართ, ამით მხარს ვუჭერთ ლგბტ პროპაგანდას, პირიქით, არ ვუჭერთ, ვეწინააღმდეგებით. ამიტომ იტყუებიან, როდესაც გვაბრალებენ, რომ დარბაზში იმიტომ არ ვართ, თითქოს, მხარს ვუჭერთ პროპაგანდას. ჩამოყალიბდნენ მატყუარა პოლიტიკოსებად, მატყუარა ადამიანებად.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას ბავშვებზე მიმართულს, განსაკუთრებით ლგბტ პროპაგანდას”- განაცხადა დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”