შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ – ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე

შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ – ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანჯაფარიძის შეფასებით, ეს დიდი სტიმულია ეროვნული ნაკრებისთვის და მოუწოდებს “ვისაც თავი აქვს”, მიბაძონ ივანიშვილის ამ ინიციატივას. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის მთავარი საფიქრალია, რა ავნონ ქვეყანას.
“ნამდვილად შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, ვიტყვი ყოველგვარი ზედმეტი პათოსის გარეშე. მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ ეს თავი! სხვა რამეებით გაქვთ დაკავებული – ამ ქვეყანას რა ავნოთ.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
Next: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”