კამიკაძე დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ტვერის რეგიონში მდებარე ქიმიურ ქარხანას – მასმედია

27 ივნისის ღამეს, კამიკაძე დრონები ორჯერ დაესხნენ თავს ს ტვერის რეგიონში მდებარე ქიმიურ ქარხანას. როგორც რუსული გამოცემა “ბაზა” წერს, ქარხნიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა, მაგრამ მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

დრონების სავარაუდო სამიზნე იყო ტვერიდან დაახლოებით 40 კილომეტრით დაშორებული “რედკინოს ექსპერიმენტული ქარხანა”. იქ იწარმოება ქიმიური რეაგენტები და დანამატები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო ინდუსტრიაშიც. რუსეთის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ოფიციალური ცნობა საწარმოზე თავდასხმის შესახებ. დრონებით იერიშზე კომენტარს არც უკრაინული მხარე არ აკეთებს.
მაგრამ რუსეთის ტვერის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონები ღამით თავს დაესხა კონაკოვსკის მუნიციპალურ რაიონს, რომელშიც დაბა რედკინოც მდებარეობს. არსებული ინფორმაციით, დრონების იერიშის შედეგების სალიკვიდაციოდ ამ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის სამ რეგიონში ჩამოყარეს დრონები. მათ შორის, ოთხი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ტვერის, ორი – მოსკოვის და ერთი – ბელგოროდის თავზე.
· ბოლო ხანს რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. ს, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი