გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს – ‘POLITICO”

New York Times/Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
New York Times/Siena College-ის გამოკითხვა 20-25 ივნისს ჩატარდა. გამოიკითხა 1226 რეგისტრირებული ამომრჩეველი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპმა ამომრჩევლების ხმათა 48 პროცენტი დააგროვა, ხოლო ბაიდენმა – 44 პროცენტი.
გამოკითხულთა 77 პროცენტმა განაცხადა, რომ აპირებდა დებატების ყურებას, ხოლო 19-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ აპირებდა. ამასთან, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან 2024 წლის არჩევნების სავარაუდო კანდიდატებით.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში