ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ – პრემიერი

ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა.
„პორტუგალიამ ბოლომდე იომა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა