“კიდევ თუ გასკდება რამე, ან ჩამოინგრევა, ან თავში დაგვეცემა, გვიმკურნალეთ, კაცო, მადლობას გეტყვით, რომ დავზარალდით და გადავრჩით” – რეხვიაშვილი

ქალაქის ახალ ავტობუსში რადიატორის მილი გაფუჭდა, ცხელი წყალი წნევით წამოვიდა და ბავშვს ორივე ფეხი დაეწვაო, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა თქვა სხდომაზე.
გადავამოწმე, მკურნალობის თანხას ანაზღაურებს კომპანია, მშობელმა მადლობა გადაუხადაო, მყისიერად უპასუხა “ქართული ოცნების” წევრმა. ნუ ეგ კომპანია ს მუნიციპალური ორგანიზაციაა. მოიხსნა პრობლემა, მთავარია, მშობელმა მადლობა თქვა და კიდევ თუ გასკდება სადმე რამე, ან ჩამოინგრევა, ან თავში დაგვეცემა, გვიმკურნალეთ, კაცო, მადლობას გეტყვით, რომ დავზარალდით და გადავრჩით, თან მკურნალობის თანხასაც თქვენ გადაიხდით, მერე რა, რომ ჩვენი შევსებულია ეგ ბიუჯეტი, მთავარია, თქვენ გადაგიხადოთ მადლობა.

ასევე დაგაინტერესებთ