ირაკლი ზარქუა – ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს კიდევ ერთხელ ვუხსნით, არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება – ჯობია, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ

ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს კიდევ ერთხელ ვუხსნით, არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება – ჯობია, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც დასავლეთის ინტერესებშია, არ არის საქართველოს ინტერესებში.
„ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს ყველას კიდევ ერთხელ ვუხსნით, რომ არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება. არ ღირს ამ მებრძოლი ვაჟკაცი ერის განაწყენება. თქვენ რა ინტერესებიც გაქვთ, ის არ არის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესში. ჩვენ ომი არ გვინდა. არც ლგბტ პროპაგანდა გვინდა. არ გვინდა პოლარიზაცია.
დღეს მაგარი დღე გვაქვს და ამიტომ აკადემიურად მოგმართავთ, ჯობია დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ჩვენც გვაქვს უფლება დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. ამიტომ ნუ გაგვინაწყენდებით. დიახ, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით. ჩვენს ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვთხოვ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდაზე და ვთქვათ რა არის ის, რაც ჩვენი საერთო შეხების წერტილი შეიძლება გახდეს. ომი გამორიცხეთ, არ ჩაერთვება საქართველო, მართლმადიდებლობას ვერ წაშლით, ლგბტ პროპაგანდა გამორიცხეთ, დანარჩენზე ვიმსჯელოთ. ვისაუბროთ, აბა წარმატებები,” – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია