რა მოხდა 18 ივნისს? – „ზედაზენის“ დაუვიწყარი სიურპრიზი ფეხბურთის ქართველ ქომაგებს

18 ივნისს ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. კომპანია „ზედაზენმა“ გადაწყვიტა, კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად, ამ ისტორიულ დღეს სიურპრიზი მოეწყო ფეხბურთის იმ ქომაგებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო მატჩის ყურებას ვერ მოახერხებდა. ასე მიაკვლიეს გიორგისა და დავითს – დაცვის ბიჭებს, რომლებიც 18 ივნისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. იპოვეს კოჯორში მცხოვრები მწყემსი რამაზი, რომელიც იალაღზე ყოფნის გამო მატჩის ნახვას ვერ შეძლებდა და თორნიკე, სოფელ იუხოს ერთადერთი მოსახლე, რომელიც თამაშით მიღებულ ემოციებს ვერავის გაუზიარებდა.